ტრაპიზონში საქართველოს გენერალურმა კონსულმა გელა ჯაფარიძემ და გენერალური საკონსულოს თანამშრომლებმა, რიზეს რეგიონის დაბა ფინდიკლიში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს საკვები პროდუქტები, პირველადი მოხმარების საშუალებები და საქართველოში წარმოებული სამედიცინო პირბადეები გადასცეს;
გენერალურმა საკონსულომ აგრეთვე უზრუნველყო ინსულტით დაავადებული საქართველოს მოქალაქისთვის ქალაქ გირესუნში რეანომობილის დაქირავება და სარფის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტამდე მისი უსაფრთხოდ ტრანსპორტირება;
ანკარაში საქართველოს საელჩოს ჩართულობით და გენერალური საკონსულოს დახმარებით, მოხერხდა ქალაქ სამსუნის პორტიდან ქართველი მეზღვაურებისთვის ქვეყანაში შემოსვლის ნებართვის უზრუნველყოფა და მათი სამშობლოში დაბრუნება;
კორონავირუსის გავრცელების გამო ქვეყანაში არსებული შეზღუდვების გათვალისწინებით, ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულო მუდმივ კონტაქტზეა საკონსულო ოლქის ფარგლებში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან და მათ პერიოდულად აწვდის განახლებულ ინფორმაციას ქვეყანაში მიღებული რეგულაციების შესახებ.