„იცით, როდესაც პოეზია ლაპარაკობს, ასე მგონია,
მე თვითონ ვლაპარაკობ. დიახ, მე თვითონ ვლაპარაკობ“.
1920 წლის 7 მაისს სრულიად საქართველოს მწერალთა კონფერენციაზე ტიციან ტაბიძის წინადადებით დაწესდა „პოეზიის დღე“.
ამ დღეს მწერალთა კავშირმა ლიტერატურული გაზეთი „პოეზიის დღე“ მიუძღვნა. გაზეთში იბეჭდებოდა პაოლო იაშვილის, ტიციან ტაბიძის, გალაკტიონ ტაბიძის, კოლაუ ნადირაძის, გრიგოლ რობაქიძის შემოქმედება. გაზეთი ჩაფიქრებული იყო როგორც ქართული ლიტერატურული პროცესის ამსახავი გამოცემა.
წყარო: თბილისის მუზეუმების გაერთიანება