ეს უნიკალური ხის სახლი გურიაში, სოფელ ხიდისთავში მდებარეობს. როგორც ამბობენ, იგი მდიდარ ვაჭრებს – ჯარისპან და ეპრაქსი კალანდაძეებს ეკუთვნოდათ და სავარაუდოდ, ათეული წლის წინ კედლები პეტერბურგიდან ჩამოყვანილ მხატვრებს მოახატვინეს.
“ეს სახლი დედაჩემის ბაბუის,გიგო კალანდაძის საკუთრება იყო, ნამყოფი ვარ პატარაობაში რამდენჯერმე. გადმოცემით ვიცი, რომ პეტერბურგელი მხატვრის მოხატულია და ხელოსნებიც პეტერბურგიდან ჩამოიყვანეს. დიდ ოთახში იატაკიც საოცარი იყო, წითელი ხის, ულამაზესი ფიგურებით. ფოტოზე, რომელიც ბუხარზე დევს, დედას ბიძაა, სეფე კალანდაძე მის მეუღლესთან ერთად, მოსკოვში ცხოვრობდნენ. მეც მაქვს ეს ფოტო. როგორ ვიცი, ეს სახლი ახლა ამ ოჯახის ერთ-ერთი რძლის ნათესავისაა,”- წერს ხათუნა დუნდუა.
სოციალური ქსელში სახლმა დიდი ყურადღება მიიპყრო, დაინეტერსებულმა ადამიანებმა მალე დაიწყეს სავარაუდო მეპატრონის ძებნა:
ჩემი ბავშვობის ყველა ზაფხული ამ სახლში მაქვს გატარებული.. სახლში, რომელიც დღემდე მესიზმრება; – სახლი რომლისაც დღემდე მეშინოდა და მრცხვენოდა საკუთარი თავის – ამ საოცარმა ადამიანმა ჩემი ჯადოსნური ბავშვობა დამიბრუნა და შიში მომიხსნა. სირცხვილსაც ჩამოვიწმინდავ. ვაჰ! ვერც ავხსნი ახლა ემოციებს. აუცილებლად მივხედავ, გავაცოცხლებ ამ საოცარი ისტორიის სახლს! გულო, ჩადექ საგულესა…” – წერს სახლის მეპატრონე, ნათია ზამბახიძე.
გიო გოგილაშვილის ფოტოები: