საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით, კომპანია “ბელავიამ” 3 მაისს შეასრულა პირველი ეპიზოდური ჩარტერული რეისი მინსკი-თბილისის მიმართულებით.
აღნიშნული რეისით, ბელარუსიდან და ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან სამშობლოში საქართველოს 153 მოქალაქე დაბრუნდა.
შეგახსენებთ, რომ ავიაკომპანია “ბელავია” მინსკი-თბილისის რეისს 10 და 17 მაისსაც შეასრულებს.