2020 წლის 4 მაისს, თბილისის დროით 17:00 საათზე, საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ “Facebook“ გვერდზე თბილისიდან განხორციელდება ფსიქოლოგის, პროფესორ თეა გოგოტიშვილის პირდაპირი ჩართვა, რომელიც 1 საათის განმავლობაში ისაუბრებს მენტალური ჯანმრთელობის სტაბილურობისა და სტრესთან გამკლავების საკითხებზე კორონავირუსთან დაკავშირებით არსებული შეზღუდვების პირობებში და უპასუხებს საზღვარგარეთ მყოფი ჩვენი თანამემამულეების შეკითხვებს.
თეა გოგოტიშვილი არის ფსიქოლოგიის დოქტორი, პროფესორი, ევროპაში – EAGT აკრედიტებული, EAP სერტიფიცირებული ფსიქოთერაპევტი; საქართველოს ეროვნული გეშტალტ ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი; საქართველოს გეშტალტთერაპევტთა ეროვნული ასოციაციის სასწავლო სტანდარტების და პროფესიული კომპეტენციების კომიტეტის თავჯდომარე; ევროპის გეშტალტ ინსტიტუტის EGI (ვარშავა, პოლონეთი) ტრენერი, წმ. ანდრია პირველწოდებულის სახ. ქართული უნივერსიტეტის სრული პროფესორი; დიმიტრი უზნაძის სახ. ფსიქოლოგიის სასწავლო-საკონსულტაციო ცენტრის ხელმძღვანელი; სამეცნიერო ფსიქოლოგიის საერთაშორისო გაერთიანებაში – IUPsyS საქართველოს წარმომადგენელი.
უცხოეთში მყოფ თანამემამულეებს კითხვების გამოგზავნა შეუძლიათ შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: consultation@mfa.gov.ge