მერი დიასამიძე თურქეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტია, რომელიც წლებია, იქ მყოფ ქართველებს ქართულ ენას უსასყიდლოდ ასწავლის. მისი ინიციატივით არაერთი კეთილი საქმე განხორციელდა, როგორც აჭარაში, ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.
ახალი კორონავირუსით შექმნილ ვითარების შესამსუბუქებლად, თავის თანასოფლელებს მორიგი მხარდაჭერა აღუთქვა და დაბა ქედის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ 13 მოწყვლად ოჯახს სურსათის კალათა გადასცა.