საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელშეწყობითა და ანკარაში საქართველოს საელჩოსთან კოორდინაციით, თურქეთის სახელმწიფო ტელევიზიამ – “TRT”, ცნობილი თურქი მოგზაურის, გეოგრაფისა და ისტორიკოსის, ევლია ჩელების „მოგზაურობის წიგნის“ საფუძველზე სვანეთის შესახებ დოკუმენტური ფილმი გადაიღო.
35-წუთიანი ფილმი თურქს მაყურებელს საქართველოს ულამაზესი კუთხის ისტორიისა და თანამედროვეობის, ტრადიციების და ტურისტული პოტენციალის შესახებ უყვება.