1993 წლის 16 სექტემბერს, სეპარატისტებმა 27 ივლისის სამშვიდობო შეთანხმება დაარღვიეს და სოხუმის შტურმი დაიწყეს. ამავე დღეს საქართველოს ძალები იძულებულნი გახდნენ ქალაქი დაეტოვებინათ. სეპარატისტებმა და მათმა დამხმარე რუსეთის საოკუპაციო ძალებმა შტურმით აიღეს აფხაზეთის მთავრობის შენობა და ტყვედ აიყვანეს მთავრობის წევრები. მათი ნაწილი, მათ შორის მთავრობის თავმჯდომარე, ჟიული შარტავა დახვრიტეს.
სეპარატისტებმა აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე კონტროლი 30 სექტემბერს დაამყარეს. შედეგად 10 ათასამდე მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. 300 ათასზე მეტი კი დევნილად იქცა.
ამ ამბიდან თითქმის სამი ათწლეულის შემდეგ ერთადერთი, რაც არ შეცვლილა საქართველოს ამ კუთხის ბუნებრივი სილამაზეა. სილამაზე, რომელსაც ვერც ომმა და ვერც 27-წლიანმა სეპარატისტულმა რეჟიმმა ვერაფერი დააკლო: