ასოციაცია „ქართველები საფრანგეთში“ ინფორმაციას აქვეყნებს საფრანგეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეებისთვის.
„კვირას, 3 მაისს საფრანგეთის დროით 17 საათზე, თქვენს კითხვებს უპასუხებს ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, სალომე საძაგლიშვილი.
ძირითადი თემები:
– ლტოლვილის სტატუსის მოთხოვნა: ტერმინოლოგია და მისი სწორი გაგება.
– ლტოლვილის სტატუსის მოთხოვნა, რისკები და დაბრკოლებები.
– ინტეგრაციის მნიშვნელობა და ინტეგრაციის მიღწევის გზები.“- ნათქვამია განცხადებაში.