ინდი-თამაში „Medulla Game“ კრეატივ დირექტორმა და დამფუძნებელმა გია ბოხუამ და Lemondo Gamese-მა 2020 წლის მარტში შექმნეს.
„Medulla Game“ ერთგვარი სათავგადასავლო თამაშია, სადაც პერსონაჟს მოგზაურობისას სხვადასხვა დაბრკოლება და თავსატეხი ხვდება.
სწორედ ამ ქართულმა ინდი-თამაშმა „Medulla Game” საერთაშორისო კონკურსზე “Indigo Awards ” სამი ოქრო და ერთი ვერცხლი მოიგო.
ნამუშევარმა სამ კატეგორიაში – Mobile Games 2020, Illustration for Games 2020, Character Design 2020 – ოქრო მოიგო. “Sound Design & Use of Music for Games 2020“-ში კი ვერცხლი მიიღო.