ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, ლელა ნინუა სოციალურ ქსელში ქართველი ექიმის ფოტოს აქვეყნებს. ნინო სალუქვაძე ერთ-ერთია იმ ქართველ მედიკოსებს შორის, რომლებიც აშშ-ში კორონავირუსთან ბრძოლის წინა ხაზზეა. მან თავადაც გადაიტანა ვირუსი და კოვიდ 19-ის დამარცხების შემდეგ, ჩვეულ საქმიანობას Mount Sinai Morningside-ში აგრძელებს.
,, I’m so happy today ძალიან ბედნიერი ვარ, ბოლო სამი თვეა, ცარიელი საწოლი არ გვინახავს ჩვენს ჰოსპიტალში. უკვე ბევრი გვაქვს ასეთი” – წერს ექიმი.