„A Glimpse Inside The Secluded World of a Georgian Convent” ამ სათაურით ფოტოჟურნალისტი რობერტ პრესუტი მკითხველს ჯავახეთს აცნობს. მსოფლიოში პანდემიით გამოწვეული სამოგზაურო შეზღუდვების გამო გავლენიანმა გამოცემამ ახალი რუბრიკა დაიწყო – „მსოფლიო ფოტო-ობიექტივში.“
„ჩვენი ფოტოჟურნალისტები პლანეტის ყველაზე ლამაზ ადგილებში ვირტუალურად გამოგზაურებენ. ამ კვირაში რობერტ პრესუტი საქართველოს რეგიონში, სამცხე-ჯავახეთში გადაღებულ ფოტოებს გაგიზიარებთ.“-ასე იწყება New York Times-ის სტატია საქართველოს შესახებ, სადაც ფოტოჟურნალისტი შავ-თეთრი ფოტოებით ფოკის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერს და მონაზონთა ცხოვრებას აღწერს.
„მონაზვნების ნაწილი მინანქარსა და მოზაიკებზე მუშაობს, ნაწილი ჯავახურ ტრადიციულ ტექსტილს, ასევე სანთელს, შოკოლადს და თაფლს ამზადებს. მონაზვნები სოფლის მეურნეობაში არიან ჩართულები. მათ შეისწავლეს ყველის მომზადების წესები და 18 სახეობის ყველს ამზადებენ.“
სტატიაში აღწერილია სოფელი ფოკა და ადგილობრივთა ცხოვრება.
„დღეს, როდესაც სამყაროში თითოეული ჩვენგანისთვის ცვლილებები სწრაფად ხდება ეს მონაზვნები მთელი მსოფლიოსთვის მშვიდად ლოცულობენ და უძველეს ტრადიციებს ინარჩუნებენ. ჩემთვის ეს ყველაზე დიდი მემკვიდრეობაა“-წერს სტატიის ავტორი.