25 აპრილს, 22 საათზე, მეტროპოლიტენ ოპერის ვებსაიტზე, პროექტის „At-Home Gala“ ფარგლებში, 14 ქვეყნიდან უდიდესი მსოფლიო საოპერო ვარსკვლავები მიიღებენ მონაწილეობას და ჩვენთვის პირდაპირ ეთერში იმღერებენ.
ანიტა რაჭველიშვილი და ნიკოლოზ რაჭველი გალა-კონცერტს თბილისიდან შეუერთდებიან.
„ხვალ საღამოს, 10 საათზე, მეტროპოლიტენ ოპერის ვებსაიტზე შეგიძლიათ იხილოთ 40- მდე მსოფლიო საოპერო ვარსკვლავი პირდაპირ ეთერში. სკაიპის საშუალებით, ყველა თავისი ქვეყნებიდან და სახლებიდან იქნებიან ჩართულები. მე და ჩვენი უსაყვარლესი ნიკოლოზ რაჭველი – მემანიშვილი ვიქნებით ამ გალას მონაწილეები! უბედნიერესები ვართ, შემოგვიერთდით!“- წერს სოციალურ ქსელში ანიტა რაჭველიშვილი.