ავიაკომპანია “Georgian Airways”-მა რომი-თბილისის სპეცრეისით სამშობლოში საქართველოს 180 მოქალაქე დააბრუნა.
მგზავრთა შორის იყვნენ არასრულწლოვანები, ხანდაზმულები, ორსული ქალბატონები, სტუდენტები, შშმ პირები, ონკოლოგიური პაციენტები, ქრონიკული დაავადებებისა და ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მქონე პირები. ასევე, აღნიშნული რეისის საშუალებით, სამშობლოში 11 ქართველი მეზღვაური დაბრუნდა.
აღნიშნული რეისით სამშობლოში დაბრუნდა ასევე მძიმე ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტი, საქართველოს მოქალაქე, რომელიც საელჩოს მიერ სპეციალურად დაქირავებული რეანომობილით გადმოიყვანეს ქ. მატერადან (ბაზილიკატას რეგიონი), რომში. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, თბილისის აეროპორტში მას დახვდა სამედიცინო რეანომობილი და პაციენტი შესაბამის დაწესებულებაში გადაიყვანა.