„თბილისის მწვანე სკოლა“ ემიგრანტი ბავშვებისთვის ქართულ ენაზე ონლაინ კურსების შეთავაზებას განიხილავს

„თბილისის მწვანე სკოლა“ საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი ბავშვებისა და მოზარდებისათვის ქართულ ენაზე ინტერაქტიული ონლაინ კურსების შეთავაზებას განიხილავს. გთავაზობთ სკოლის დირექტორის მიმართვას:

“მოგესალმებით,

„თბილისის მწვანე სკოლა“ განიხილავს საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი ბავშვებისა და მოზარდებისათვის (5-16 წელი) ქართულ ენაზე ინტერაქტიული ონლაინ კურსების შეთავაზებას. აღნიშნული კურსები ხელს შეუწყობს როგორც საქართველოსთან კავშირის შენარჩუნებას, ასევე ბავშვებში ანალიტიკური აზროვნებისა და მსჯელობის უნარის განვითარებას.

გიზიარებთ მოკლე კითხვარის ბმულს, სადაც შეძლებთ თქვენი და თქვენი შვილების სურვილების და საჭიროებების მითითებას, იმისათვის რომ სასწავლო პროგრამა მაქსიმალურად მორგებული იყოს ყოველ თქვენგანზე: https://www.surveymonkey.com/r/NT9CG6H:

  • კითხვარის შევსებას სჭირდება 3 წუთი;
  • კითხვარის შევსების შემთხვევაში, თქვენ მიიღებთ ონლაინ კურსებზე 1 თვიანი უფასო დასწრების უფლებას;
  • გთხოვთ, არ გამოგრჩეთ კითხვარში მეილის მითითება, რათა მიიღოთ ვაუჩერი და დამატებითი ინფორმაცია;
  • ორი და მეტი ბავშვის ყოლის შემთხვევაში გთხოვთ მიუთითოთ ამის შესახებ კომენტარში.

წინასწარ გიხდით დიდ მადლობას თანამშრომლობისათვის,

პატივისცემით,

ბაკურ სულაკაური”