ლეგენდარული ქართველი კომენტატორის ფრაზა უეფას ნომინანტებს შორის მოხვდა 

„ზეიმობს საქართველოს დედაქალაქი, ზეიმობს მთელი ჩვენი ქვეყანა – თბილისელებმა ეს თასი მოიპოვეს“ – ლეგენდარულმა ქართველმა კომენტატორმა, კოტე მახარაძემ ეს სიტყვები ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველა მნიშვნელოვანი მატჩის დასრულების შემდეგ თქვა, როდესაც 1981 წელს თბილისის „დინამომ” თასების მფლობელთა თასის ფინალში იენის „კარლ ცაისი” 2:1 დაამარცხა.

ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა სხვადასხვა დროს კომენტატორების მიერ ნათქვამი საუკეთესო ფრაზები.  უეფას ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მასალაშიც წერია, რომ ამ ფრაზის გამო მახარაძე საბჭოთა უშიშროების კომიტეტმა გამოკითხა, რომ გაეგოთ, რომელ „ქვეყანას“ გულისხმობდა ის, რადგან ბევრმა ამ ფრაზაში საქართველოს დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა დაინახა.

აღსანიშნავია, რომ უეფა ფრაზას არა საბჭოთა კავშირს, არამედ საკუთრივ საქართველოს მიაწერს, საბჭოთა კავშირის გრაფაში კი კვლავაც კოტე მახარაძის სიტყვები გვხვდება: ‘ბურთით არის ოლეგ ბლოხინი, დარტყმა, გოლი! სამწუხაროდ, ბურთი ძელს მოხვდა და ბლოხინი თამაშგარე მდგომარეობაში იყო. ახლა კი ჩემი ასისტენტი მატყობინებს, რომ ეს არც ყოფილა ბლოხინი.”