stopcov.ge-ის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 408 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის კი გამოჯანმრთელდა 97 პაციენტი.
ვირუსს ქვეყანაში ოთხი პაციენტი ემსხვერპლა.
უცხოეთიდან სამკურნალოდ კი საქართველოს სამი მოქალაქეა გადმოყვანილი.
კარანტინის რეჟიმში 4816 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 571.