პატრიცია დელონმა, ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების ექიმებს, საკუთარი ნახატების გაყიდვით შემოსული თანხა გადაურიცხა.
ულამაზესი ფერწერული ტილოები საქართველოსა და ისრაელში შეიძინეს. ახალმა მფლობელებმა აღნიშნული ნამუშევრები, მედპერსონალის საპატივსაცემოდ, კლინიკას საჩუქრად გადასცეს…
წინა თვეში, ქალბატონმა პატრიციამ ბოქსირებული განყოფილების ექთნებზე იზრუნა და სახელფასო დანამატი მათთვის გადარიცხა…
მადლობა გულიან, ღირსეულ და მადლიან ქალბატონს!
სიკეთე გადამდებია…” – ნათქვამია ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის განცხადებაში.