საქართველოს საელჩო ისრაელში მყოფ მოქალაქეებს აფრთხილებს, ნუ ენდობიან უცხო პირთა შეთავაზებას ავიაბილეთების მიწოდებისა და საქართველოში დაბრუნების უზრუნველყოფის თაობაზე.
“ბოლო პერიოდში, სხვადასხვა ავიაკომპანიები ავრცელებენ ინფორმაციას თელ ავივიდან თბილისის მიმართულებით ფრენის შესრულების თაობაზე და ასევე, ახდენენ ბილეთების რეალიზაციას.საქართველოს საელჩო ისრაელის სახელმწიფოში კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, ფრენები ისრაელიდან საქართველოს მიმართულებით განხორციელდება მხოლოდ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე და მოგმართავთ თხოვნით, თელ-ავივი-თბილისის მიმართულებით დაგეგმილ ფრენებთან დაკავშირებით, იხელმძღვანელოთ მხოლოდ საელჩოს ოფიციალურ ვებ-გვერდსა და Facebook გვერდზე გავრცელებული ინფორმაციით” – ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ განხცადებაში.