ბრიტანული გამოცემა, „გარდიანი“ საქართველოს კორონავირუსთან წარმატებული ბრძოლის ერთ-ერთ მაგალითად ასახელებს.
“3.7 მილიონი მოსახლის ფონზე ქვეყანაში ვირუსით გარდაცვალების მხოლოდ სამი შემთხვევა ფიქსირდება და სამივე შემთხვევაში პაციენტებს თანდაყოლილი დაავადებები ჰქონდათ. საქართველოს შემთხვევაში კორონავირუსის გავრცელების შენელების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ქვეყნის სწრაფი რეაგირება – საჰაერო მიმოსვლის შეზღუდვისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების დახურვის შესახებ დროულად მიღებული გადაწყვეტილებები გახდა. საქართველომ შემთხვევების მცირე რაოდენობის მიუხედავად, მარტის დასაწყისშივე მიიღო ბაღების, სკოლებისა და უნივერსიტეტების დაკეტვის შესახებ გადაწყვეტილება” – წერს გამოცემა.