კარანტინში მყოფმა კიევის ოპერის ნაციონალური აკადემიური თეატრის მსახიობებმა ქართული სიმღერა, სულიკო შეასრულეს.
ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა და ბევრმა მედიასაშუალებამაც გამოაქვეყნა, მათ შორის მუსიკალური რგოლი BBC-ის უკრაინის რედაქციის გვერდზეც მოხვდა. როგორც აღწერაშია ნათქვამი, ოპერის მსახიობებმა თავიანთი პარტიები ცალ-ცალკე ჩაწერეს და მოგვიანებით გააერთიანეს.