„შენ მარტო არ ხარ“, – ესაა მრავალხმიანი მუსიკალური მიმართვა. „ერთად, ერთმანეთისთვის“.
„მრავალჟამიერს“ ანსამბლი „შავნაბადა“ საქართველოს პირველი არხის თანამშრომლებთან ერთად ასრულებს. ვიდეო რგოლში გზავნილები 40 ენაზეა. ეს კიდევ ერთი გამოხატვის ფორმაა, რომლითაც პირველი არხი მსოფლიოს „კოვიდ 19“-თან ბრძოლაში მხარდაჭერას უცხადებს.
ვიდეო გზავნილის რეჟისორი ზაზა ორაშვილი, პროდიუსერები კი გიორგი ასანიშვილი და გიორგი ბერიძე არიან.