კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, თურქეთმა ახალი შეზღუდვები აამოქმედა, კერძოდ, მიმდინარე წლის 10 აპრილის 24 საათიდან 12 აპრილის 24 საათამდე მოქალაქეებს ქუჩაში გასვლა ეკრძალებათ თურქეთის დედაქალაქსა და 30 უდიდეს ქალაქში: ადანა, ანტალია, აიდინი, ბალიქესირი, ბურსა, დენიზლი, დიარბაქირი, ერზერუმი, ესქიშეჰირი, გაზიანთეფი, ჰათაი, სტამბოლი, იზმირი, ქაჰრამანმარაში, კაისერი, ქოჯაელი, კონია, მალათია, მანისა, მარდინი, მერსინი, მუღლა, ორდუ, საქარია, სამსუნი, შანლიურფა, თექირდაღი, ტრაპიზონი, ვანი და ზონგულდაქი.
ზემოაღნიშნული წესის დამრღვევი პირი დაჯარიმდება 3150 თურქული ლირის ოდენობით.
კითხვების არსებობის შემთხვევაში, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ დიპლომატიურ წარმომადგენლობებს შემდეგ სატელეფონო
1. ქ. ანკარაში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზი: +90 533 690 30 40; +90 5392208280
2. ქ. სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 818 44 00
3. ქ. ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 326 22 26
4. ქ. იზმირში საქართველოს საპატიო კონსულის ოფისი: +90 530 280 45 08