საქართველოში წარმოებული ნიღბები სააფთიაქო ქსელში რამდენიმე დღის წინ გამოჩნდა, მისი არასტანდარტული ფორმის გამო კი მრავალი ადამიანის უკმაყოფილება გამოწვია. თუმცა, როგორც სპეციალისტები განმარტავენ, ნიღაბი შესანიშნავად ასრულებს მის ფუნქციას და ახლა ვიზუალზე ყურადღების გამახვილების დრო არ არის. სწორედ ამ პირბადეებსა და მის გარშემო არსებულ რეაქციას გამოეხმაურა ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი, თეონა მაღლაკელიძე:
“ასე აგდებულად რომ დასცინით საქართველოში გამოშვებულ პირბადეებს, თქვენ ნახეთ, აქ რა პირბადეები მოგვიტანეს – სამშრიანი, პირველი შრე ფარდის მატერიალია, შუა- კარტოფილის ტომრის მატერიალი და შიგნით კიდევ სინთეტიკური ნაჭერი. სამ წუთზე მეტი ვერ გაიჩერებ, იგუდები. დააფასეთ, რასაც საქართველო აკეთებს და სასაცილოდ ნუ უდგებით.
ნახეთ რომელიმე ამერიკელის პოსტი, რომ დასცინოდეს საკუთარ ქვეყნას და აბუჩად იგდებდეს? – არც ჩემს კოლეგას დაუწერია სოციალურ ქსელში და სასაცილოდ აუგდია ეს ნიღბები, მიუხედავად იმისა, რომ მართლა საშინელებაა.
თავად ქართველები თუ მოვუღებთ ისევ ბოლოს ქართველებს და ჩვენს ქვეყანას, სხვა ვერაფერს დაგვაკლებს ისეთს, რასაც ჩვენ ვერ ვაკეთებთ” – თეონა მაღლაკელიძე.