ქართველი ემიგრანტის, ხათუნა პაიჭაძის კედლიდან.
ტელეფონზე ზარია. ჩემი მეგობარი ალისია რეკავს, აინტერესებს როგორ ვარ. მე კი მაინტერესებს, რატომ არ აქვს ამერიკაში იებს სუნი.
– ალისია, იას სუნი არა აქვს – შევჩივლე მე… ვყნოსავ და აი, საერთოდ არანაირი….
– ო მაი გად, ო მაი გად! ისე შეიცხადა ალისიამ, რომ ვიფიქრე იების მოკრეფა ნაღდად დახვრეტით ისჯება და ამერიკის ფლორის განადგურებისთვის ნაღდად დამიჭერენ თქო.
– ვოთ ჰეპენ ალისია? ვკითხე დიდად გაოცებულმა.
– კორონა გაქვს კორონა! შეიცხადა იმან.
– რა კორონა ქალო?
– ყნოსვა დაკარგე ყნოსვა! კორონამ იცის მასე!
ასე ერთიანად გადავირიეთ ხალხო მთელი მსოფლიოს ხალხები)))“