ციფრული ბიბლიოთეკა „ივერიელის“ კიდევ ერთი ბაზა გაიხსნა.
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე განაგრძობს ციფრული ბიბლიოთეკა „ივერიელის” ბაზების იმ ნაწილის ღია წვდომისთვის გახსნას, რომელიც დღემდე მხოლოდ ინტრანეტული ფორმით იყო ხელმისაწვდომი.
აქამდე გახსნილ ბაზებს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი დაემატა. კერძოდ, ეროვნული ბიბლიოთეკის მკითხველისთვის ღიად ხელმისაწვდომი გახდა 500 გამოცემა ცალკე კოლექციის სახით, რომელსაც „დიასპორის ბიბლიოთეკა” ეწოდება. ეს ბაზა უმთავრესად განკუთვნილია საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფი ჩვენი თანამემამულეებისა და ეთნიკურად საქართველოსთან დაკავშირებული პირებისთვის.
ეროვნული ბიბლიოთეკის ბაზების ინტრანეტულ ნაწილში კი რჩება ის გამოცემები, რომლებზეც საავტორო უფლებები ვრცელდება.