ბაზარზე გაზრდილი ფასების გამო, “მეღვინეობა გრანელმა” მიიღო გადაწყვეტილება, თავად დაიწყოს “სამედიცინო სპირტი – ანტისეპტიკური ხსნარისა” და ხელის სადეზინფექციო ხსნარის წარმოება და ვირუსით გამოწვეული კრიზისული მდგომარეობიდან გამომდინარე, გადავწყვიტეს, თავისი წარმოების ხელის სადეზინფექციო ხსნარი უსასყიდლოდ გადაცენ შემდეგ დაწესებულებებს:
მოხუცთა თავშესაფრები;
შშმ პირთათვის განკუთვნილი საოჯახო ტიპის სახლები.
„აღნიშნული დაწესებულებების თითოეულ ბენეფიციარზე, მზად ვართ, გამოვყოთ თითო ლიტრი ხელის სადეზინფექციო ხსნარი.
პროცესს ვიწყებთ კახეთის რეგიონიდან და ეტაპობრივად მოვიცავთ მთელ საქართველოს!
უმორჩილესად გთხოვთ, დაგვეხმაროთ ინფორმაციის გავრცელებაში და მოგვაწოდოთ თქვენთვის ცნობილი მსგავსი დაწესებულებების მონაცემები.
გისურვებთ ჯანმრთელობას!“ – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.