ქართული ავიაკომპანია, Myway Airlines ბულგარეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად დღეს სპეციალურ რეისს შეასრულებს.
სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ავიაკომპანია სპეციალურ რეისს თვითღირებულებით ასრულებს. საქართველოს მოქალაქეების ტრანსპორტირების პროცესში, Myway Airlines ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებით ხელმძღვანელობს. COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, თვითმფრინავში, მგზავრების განლაგება მოხდება ჭადრაკისებრი პრინციპით, ხომალდის ეკიპაჟი კი შემოსილი იქნება სპეციალური აღჭურვილობით.