ეროვნული ვიზის მოქმედება, რომლის ვადაც ეპიდემიური საფრთხის მდგომარეობის ან ეპიდემიის მდგომარეობის პერიოდში იწურება, კანონის შესაბამისად 30 დღემდე გაგრძელებას ექვემდებარება არსებული მდგომარეობების დასრულების დღიდან. პასპორტში არ მოხდება ახალი სავიზო სტიკერის განთავსება.
მსგავსი გადაწყვეტილება რამდნიმე დღის წინ საფრანგეთმაც მიიღო და ვიზების ვადა 3 თვით გაახანგრძლივა. აღსანიშნავია, რომ ორივე შემთხვევაში ვიზები ლეგალურად ჩაითვლება მხოლოდ აღნიშნული ქვეყნების ტერიტორიაზე და მათი ლეგიტიმაცია არ გავრცელდება შენგენის ზონაზე.