ათენში დარჩენილი საქართველოს მოქალაქეებისათვის გადაუდებელი საჭიროების პროდუქტებს აგროვებენ

საბერძნეთის ქართული დიასპორა ემიგრანტებს მიმართავს თხოვნით, სანამ მომდევნო სპეცრეისით საქართველოს მოქალაქეებს სამშობლოში დააბრუნებენ, მათთვის საყოფაცხოვრებო პირობების შექმნაში მიიღონ მონაწილეობა. ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია ამ ადამიანების დაბინავება და საკვებით უზრუნველყოფა.

“მეგობრებო, ათენში ჩარჩენილი ქართველებისთვის განკუთვნილი საკვები თითქმის ამოიწურა, ძალიან გჭირდება თქვენი დახმარება, რომ კიდევ მოვამარაგოთ ეს ხალხი, ვიდრე საქართველოში გაფრენას შეძლებენ. თუკი საშუალება გაქვთ, რომ გამოყოთ ნახევარფაბრიკატები და მშრალი საკვები, ისეთი, რომ არ გაფუჭდეს მალე და გავუგზავნოთ მათ, გამოგვეხმაურეთ.
შესაძლებელია ორგანიზაციამ, რომელიც აგროვებს საკვებს, გამოაგზავნოს კურიერი თქვენთან სახლში და წამოიღოს საკვები. , ტელ: 21 1417 1712 / 699 327 72 80
მისამართი: პატისიონის 81, მეორე სართული” – ნათქვამია დიასპორის მიერ გავრცელებულ მიმართვაში.