ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე კომპანია „ბადაგონის“ ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ჩამოისხმება ალკოჰოლზე დაფუძნებული 80% -იანი ხელის სადეზინფექციო ხსნარი, რომელიც კორონავირუსის ფართოდ გავრცელების თავიდან ასაცილებლად უსასყიდლოდ გადაეცემა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს.
„აღნიშნული პროდუქტი სრულად შეესაბამება ამერიკის „საკვებისა და წამლების ადმინისტრაციის“ (FDA) მიერ შემუშავებულ სტანდარტებს.“ – აღნიშნულია „ბადაგონის“ განცხადებაში.