30 მარტიდან, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველადი ფსიქოლოგიური დახმარების ცხელი ხაზი ამოქმედდება, რომელიც მოქალაქეებს (16 წლიდან), ასევე კარანტინში მყოფ პირებს და მათი ოჯახის წევრებს, კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილ ფსიქოლოგიურ სირთულეებთან გამკლავებაში დაეხმარება.
ონლაინ ფსიქოლოგიური კონსულტაცია უფასოა.
ცხელი ხაზი ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ თამარ გაგოშიძის ინიციატივით ფაკულტეტთან არსებული ფსიქოლოგიური კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრის ფარგლებში შეიქმნა.
მოქალაქეებს პირველად ფსიქოლოგიურ დახმარებას თსუ-ს კურსდამთავრებული პრაქტიკოსი ფსიქოლოგები გაუწევენ.
ფსიქოლოგიური დახმარებისთვის მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ skype მისამართზე: tsu_center
▪️ ორშაბათი – პარასკევი – 10.00 – 18.00 სთ;
▪️ შაბათი – 10.00 – 17.00 სთ;
- კვირა – 14.00 – 16.00 სთ;