„მაკდონალდს საქართველო“ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ლუგარის კვლევით ცენტრში მომუშავე პერსონალს მაკდონალდსის პროდუქტებით ამარაგებს. პროდუქცია ლაბორატორიაში კომპანია “გლოვოს” კურიერებს ყოველდღიურად მიაქვთ, რომელიც ასევე უსასყიდლოდ ასრულებენ ამ საქმიანობას.
„ვფიქრობთ, ქვეყანაში შექმნილ სიტუაციაში ლუგარის ლაბორატორიის თანამშრომლებს ერთ-ერთი ყველაზე დიდი მისია აკისრიათ, ამიტომ გადავწყვიტეთ, კვლევითი ცენტრის სრული პერსონალის ყოველდღიური კვება სრულიად უსასყიდლოდ უზრუნველვყოთ. იდეის განხორციელება რამდენიმე დღეა, დავიწყეთ, სხვადასხვა სახეობის პროდუქტის ადგილზე მიტანის სერვისს „გლოვოს კურიერები“ უსასყიდლოდ შეასრულებენ და ასე გაგრძელდება, სანამ ქვეყანაში ამისი საჭიროება იქნება“, -აცხადებენ კომპანიაში.