იტალიაში მყოფი ქართველი ემიგრანტი, თამუნა თაბუკაშვილი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და ქართველ ემიგრანტებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით სთხოვს, გაერთიანდნენ ერთმანეთის მხარდასაჭერად:
“დღეს, მეც ემიგრანტი ვარ – იტალიაში!
ამჟამად, მეც არ მაქვს სამსახური, როგორც ბევრ ემიგრანტს…
ახალი სამსახურის ძიებაში წამომეწია, საკარანტინო-იზოლაციის პერიოდი და მეც სახლში ვარ – თვითიზოლაციაში, ისევე, როგორც უამრავი ემიგრანტი…
რა თქმა უნდა, მქონდა განსაზღვრული, გარკვეული პერიოდი და ვიდრე ახალ სამსახურს დავიწყებდი, აუცილებელი თანხა შემოვინახე, აუცილებელი საჭიროებისთვის…
თუმცა, არიან ემიგრანტები, ვინც არ ელოდა და ხელფასის სრული თანხა, უკვე გადააგზავნა საქართველოში. ამ ემიგრანტებიდან, თითქმის ყველა მუშაობს და აქვს იმის პირობები, რომ არც ქუჩაში დარჩნენ და საკვებიც ჰქონდეთ…
არიან ისეთებიც (მცირე რაოდენობა), ვინც სამსახურებიდან გაუშვეს, ან ახალი ჩამოსულია და ვერ მოასწრეს, სამსახურის მოძიება და თავშესაფარში (სადაც სხვა ქართველებიც არიან) ცხოვრობენ…
თუმცა და მაგრამ…
პირადად მე, კიდეც რომ ვერ ვიმყოფინო გადადებული თანხა, მაქვს მეგობრების იმედი, რომლებიც მირეკავენ და მწერენ, რომ არ მომერიდოს და ვთხოვო დახმარება – უდიდესი მადლობა მათ… <3
მირეკავენ მეგობარი ემიგრანტები იტალიიდან. მწერენ საბერძნეთიდან, ამერიკიდან და საქართველოდან – თამო, გთხოვ და მეწყინება, თუ გჭირდები და არ მეტყვიო…
სხვადასხვა ქალაქებში უგზავნიან ერთმანეთს თანხას და ეს პირადად გააკეთა რამდენიმეჯერ – ჩემმა მეგობარმა…
ამერიკიში, ქართველმა ემიგრანტებმა შექმნეს დიასპორა და უკავშირდებიან ყველას, თხოვენ ყველას, რომ მოიძიონ, ვისაც ფულადი ან ექიმის კონსულტაცია სჭირდება…
იქნებ არიან კიდევ და ვერ გვაწვდენენ ხმას???
ქართველო ემიგრანტებო, გთხოვთ, კიდევ ერთხელ გაისარჯოთ და მოიძიოთ ემიგრანტები, ვინც დახმარებას საჭიროებს..” -წერს ემიგრანტი