27 მარტი თეატრის საერთაშორისო დღეა. გრიბოედოვის თეატრი იწყებს ონლაინ პროექტს -“თეატრალური საკუჭნაო”.
27 და 28 მარტს გრიბოედოვის თეატრის ოფიციალურ გვერდზე დაიდება ლინკი, სპექტაკლის ონლაინ ვერსიის “ოსტატი და მარგარიტა” -რეჟისორი ავთანდილ ვარსიმაშვილი.
სპექტაკლის პრემიერა 2006 წლის 25 ნოემბერს შედგა. ორი საპრემიერო ჩვენება ტრიუმფალურად ჩატარდა გრიბოედოვის თეატრის სცენაზე. სპექტაკლი გრძელდებოდა 4 საათი, ორი ანტრაქტით.
შემდეგ წლების განმავლობაში, რუსთაველის თეატრის სცენაზე გადიოდა სპექტაკლი სრული ანშლაგით.
სცენიური ვერსიის ავტორი და დამდგმელი რეჟისორი – ავთანდილ ვარსიმაშვილი
მხატვარი – მირიან შველიძე
მსახიობები:
ოსტატი – აპოლონ კუბლაშვილი
მარგარიტა – ნანკა კალატოზიშვილი
ვოლანდი – ნიკო გომელაური
როლებში: დიმიტრი მერაბიშვილი
აზაზელო – არჩილ ბარათაშვილი.
მიხეილ არჯევანიძე, სოფიო ლომჯარია, ჯემალ სიხარულიძე, ვალერი ხარიუტჩენკო, მიხეილ ამბროსოვი, ივანე ქურასბედიანი, ლიუდმილა არტიომოვა – მღებრიშვილი.