EURACTIV: საქართველოს მაგალითი პანდემიის წინააღმდეგ გლობალურ ბრძოლაში წარმატებულ ისტორიად იქცევა

EurActiv.com პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის ქართულ გამოცდილებას ეხმაურება, დეტალურად მიმოიხილავს ხელისუფლების მიერ გადადგმულ საპრევენციო ნაბიჯებს და მას წარმატებულს უწოდებს. ავტორის თქმით, ეს პატარა ქვეყანა კავკასიიდან პანდემიის წინააღმდეგ წარმატებული ბრძოლის მაგალითია დანარჩენი მსოფლიოსათვის. 

”ეს შეიძლება იყოს დაკავშირებული პროფესიონალთა დიდ ჯგუფთან  და იმასთან, რომ ამ ხალხს გამომუშავებული აქვს პრობლემების გამძლეობის მაღალი უნარები”- წერს თომას დე ვაალი, კარნეგის ევროპული სააზროვნო ცენტრის უფროსი მკვლევარი, რომელიც ასევე დადებითად აფასებს საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს.

EURACTIV არის 1999 წელს დაარსებული დამოუკიდებელი პან-ევროპული მედია ქსელი, რომელიც სპეციალიზირებულია ევროკავშირის პოლიტიკაში.  მისი ცენტრალური რედაქციის განყოფილება მდებარეობს ბრიუსელში, თუმცა მასალები მზადდება 11 ევროპული ქვეყნის წარმომადგენელი 50-მდე ჟურნალისტის მიერ.