2020 წელი, მართლია, ჯერ მხოლოდ ახლახან დაიწყო, თუმცა უკვე მძიმე აღმოჩნდა მთელი მსოფლოსათვის. თუ შექმნილი ვითარების გამო, 2020 წელს დაგეგმილი რემონტისა და ცვილებების გადავადება მოგიწიათ, ჩვენ გეტყვით, რა იქნება ტრენდული 2021 წლისათვის.
მთავარი ისაა, იპოვოთ სწორი ინსპირაცია და სტილი, რომელიც ყველაზე მეტად შეეფერება თქვენს ხასიათს – ასე შექმნით საკუთარ იდეალურ გარემოს და რუტინულ და დამღლელ განახლების პროცესს სასიამოვნო საქმიანობად აქცევთ.
1. Less is more
პრიორიტეტების მიხედვით ამოიღეთ ინტერიერიდან ის დეტალები, რომლებიც არ გჭირდებათ. დიზაინერები გვირჩევენ მივიღოთ კლასიკური გადაწყვეტილებები და არჩევანი ხარისხზე შევაჩეროთ, რადგან ეს სტილი კიდევ დიდხანს დარჩება ტრენდულად.
2. Nordic and Japanese mix- სკანდინავიური და იაპონური სტილის ნაზავი
მინიმალისტური, მარტივი და ფუნქციონალური, დიდი და ნათელი სივრცე, ავეჯის მკვეთრი ხაზები და თეთრი ფერის დომინირება. დიზაინერების აზრით, 2021 წელს ინტერიერში ნაჭერი ერთ-ერთი წამყვანი ელემენტი იქნება.
3. Personality – პიროვნულობა/ინდივიდუალურობა
კრეატიულობის წახალისება და საკუთარი პიროვნების მეტად გამოხატვა მორიგი რეკომენდაციაა. ეს სულაც არაა რთული, ნებისმიერი ნიუანსი, რომელიც პირადი იდეებითაა ინსპირირებული, მოგცემთ საშუალებას, თავი შინ იგრძნოთ. დახვეწეთ თქვენი ესტეთიკურობა, ენდეთ პერფერციებს და არა მეინსტრიმს.
4. შავ-თეთრი დეტალები
ისევე, როგორც 2020 წელს, 2021 წელსაც მოდაში შავი ფერი რჩება. შავისა და თეთრის კომბინირებისას შეგიძლიათ თამამი იყოთ, თუმცა არ გასცდეთ მთავარ ტრენდს – მინიმალიზმს.
ამ საძინებლის გაფორმება მინიმალური და მარტივია, ოთახი კი ძალიან ნათელი. კედლების ფერი და რამდენიმე ფანჯარა უზრუნველყოფს საკმარის ბუნებრივ შუქს. კარადა ხელს შეუწყობს ბევრი ნივთის შენახვას და ასე სივრცეც “დალაგებულად” გამოიყურება. რბილმა ხალიჩამ კი მთლიანად შეკრა დიზაინი და ოთახიც მყუდროდ აქცია.
5. Grays and Beige – ნაცრისფერი და კრემისფერი
როგორც დიზაინერები ამბობენ, ესთეტიკურად სუფთა და მშვენიერია დიზაინის დაბალანება დინამიკური ფორმებითა და ფერებით. თეთრი კვლავ რჩება მთავარ ფერად, თუმცა ნებისმიერი სახის ჩარევა კრემისფრითა და ნაცრისფრით თქვენს ინტერიერს კიდევ უფრო დახვეწილ ელფერს შესძენს.
6. Touches of color – ფერების შეხება
სითამამე და ისევ სითამამე, ყოველთვის შეგიძლიათ გადაუხვიოთ ფერთა დადგენილი კომბინაციიდაან და თქვენს ინტერიერში ხალისი შეიტანოთ, ეს ყველაზე უკეთ ყვითელ ფერს გამოსდის. კედლების ნეიტრალურ ტონს, გარდა ყვითელისა, შესანიშნავად შეიძლება შეერწყას მუქი მწვანე ფერიც.
7. ბუნებრიობა და არქიტექტორული დეტალები
დაუფარავი არქიტექტორული დეტალები, მაგალითად შეუფუთავი ბოძები ან სა სავენტილაციო სისტემა უკვე რამდენიმე წელია მოდაშია, თუმცა, მომდევნო წლისათვის მათ რიცხვს შეიძლება შეუერთდეს დაუსრულებელი სარემონტო სამუშაოების კვალი კედლებზე, მაგალითად ბოლომდე შეუღებავი დეტალები ან კიბე და საღებავი ქილა, რომელიც მუშებს ეკუთვნოდათ.
8. ბუნებრივი განათება
2021 წელს ინტერიერის დიზაინერები საბოლოოდ უარს ამბობენ ე.წ ყვითელ განათებაზე და ინტერიერში მინიმალისტური ჩარევით აპირებენ სივრცეების განათებას. დიდი ფანჯრების, ნათელი კედლების და რაც მთავარია, ფარდების გარეშე. თუკი ფარდაზე სრულად უარს ვერ იტყვით, შეგიძლიათ იგი თხელი და გამჭვირვალე ნაჭრით ჩაანაცვლოთ, სქელმა და “მოჩუქურთმებულმა” ფარდებმა ისედაც წლებია, მოდის სამყარო დატოვეს.
რუბრიკის მხარდამჭერია "მეტი დეველოპმენტი", კომპანია, რომელსაც ემიგრანტები ენდობიან.