გიორგი გვარჯალაძის ხმის ჩამწერი სტუდია Leno Records იწყებს ლაივების სერიას ქართველი მუსიკოსების მონაწილეობით. “ლენო რეკორდსის” ფეისბუქგვერდზე, ლაივსტრიმის საშუალებით, გექნებათ შესაძლებლობა, მოისმინოთ და ნახოთ სხვადასხვა ჯგუფისა თუ შემსრულებლის კონცერტი.
“ლენოს სესიების” პირველი სტუმარი იქნება ნინო ქათამაძე, რომელიც ლაივპერფორმანსს წარმოდგენს პაპუნა შარიქაძესთან, მიშო ჯაფარიძესთან, ლაშა დეისაძესა და ზაზა ცერცვაძესთან, ასევე ხონძისთან ერთად.
კონცერტის მოსმენა “ლენო რეკორდსის” გვერდზე 21 მარტს, საღამოს რვა საათიდან შეგიძლიათ.
“მოხარულები ვართ, რომ შექმნილ სიტუაციაში, ასეთი არტისტების დახმარებით, ლაივ რეჟიმში შეგვიძლია თქვენი გამხნევება”- ამბობენ ლაივკონცერტის ორგანიზატორები.