2020 წლის 21 მარტიდან საქართველო საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლას აჩერებს, გამონაკლისი იქნება ის ფრენები, რომლებსაც საქართველოს მთავრობის კოორდინირებით “აირზენა” შეასრულებს საჭიროების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეების ქვეყანაში უსაფრთხოდ დასაბრუნებლად.
საქართველოს ყველა მოქალაქე და ასევე ის მოქალაქეები, რომლებზეც ვრცელდება უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე არსებული შეზღუდვის გამონაკლისი, განურჩევლად წარმომავლობის ქვეყნისა, საქართველოს საზღვრის გადმოკვეთისთანავე გადაინაცვლებენ საკარანტინო ზონაში და მათ მიმართ გადაწყვეტილებები არსებული პროცედურების შესაბამისად მიიღება.
მართვის უკეთესი შესაძლებლობის მიზნით, სახმელეთო საზღვრების სიახლოვეს ახალი საკარანტინო სივრცეებიც უნდა მოეწყოს.