დღეს, როცა ყველა მედია მაუწყებლობა, მთელი მსოფლიო გასცემს რეკომენდაციებს, თუ როგორ დავიცვათ ორგანიზმი კორონა ვირუსით ინფიცირებისგან, არანაკლებ აქტუალურია ადამიანთა ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა.
საინფორმაციო, თუ საყოველთაო მობილიზაცია – იზოლაციის თანმდევ სტრესს სჭირდება მართვა;
შფოთვა და ნეგატიური განცდები, რომელიც დამანგრევლად მოქმედებს ჩვენს ფსიქო – ფიზიკურ ჯანმრთელობაზე, საჭიროებს გამკლავებას;
სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ემოციური წონასწორობის დაცვაზე მიმართული თვითდახმარების და ირგვლივ მყოფთა ფსიქოლოგიური მხარდაჭერის რესურსის ათვისება – გააქტიურება.
ამ მიზნით, თქვენთვის უფასო, მაღალკვალიფიციურ ონლაინ დახმარებას უზრუნველყოფს ევროპაში, EAGT აკრედიტებული, საქართველოს ეროვნული გეშტალტ ინსტიტუტი.
ფსიქოლოგიის დოქტორი, პროფესორი თეა გოგოტიშვილი იქნება თქვენთან
ორმხრივ ონლაინ (Zoom) კონტაქტში შაბათს – 21 მარტს 14.00 -15.00
და ასევე, ცოცხალი (Live) ჩართვით შაბათს – 21 მარტს, 19.00 – 20.00 საქართველოს ეროვნული გეშტალტ ინსტიტუტის გვერდიდან.
ოთახის ნომერი: 4953420314
პლატფორმა “ZOOM” – ის მოხმარების ინსტრუქცია.