“ქართული კვირა” იტალიაში მყოფი ქართველი ემიგრანტის, თეონა ჭანტურიას 2 წერილსა და ვიდეომიმართვას გიზიარებთ. სამივე მათგანი სპეციალურად ქართული კვირისთვის ემიგრანტმა კარანტინში ყოფნისას ჩაწერა.
წერილი 1 – 15.03.2020
ყველაფერი კარგად იქნება, რაც ეს ქაოსი დაიწყო, მთელი ოჯახი პანიკაში ვართ, მე ტრადიციულ იტალიელებთან ერთად ვცხოვრობ, საკმაოდ კულტურული და დახვეწილი ხალხია, მკაცრად იცავენ ყოველთვის ჰიგიენას და ეახლა მით უმეტეს. გაასმაგებულად…
აქამდე ვშიშობდი, მერე რა, რომ მე არ გავდივარ გარეთ, უთვალავი ვინმე გადის და გამოდის კარში-მეთქი, მაგრამ არც ასე გამოდგა საქმე. ყველას, ვინც მოძრაობს დღის განმავლობაში, კარში ატოვებინებენ ფეხსაცმელსა თუ მოსაცმელს, ხელებს აბანინებენ და სახლში შემოსვლისთანავე სპირტით დამუშავებას თხოვენ, ნიღაბი ხომ აუცილებელია…
ხოდა, ერთი მზიანი დღეც გათენდა,ჩემს ბებოს ჩუმად ვანიშნებ თვალით, მიხვდა, გარეთ გასვლა რომ მივანიშნე და გავედით პატარა, ლამაზი ყვავილებით მორთულ ეზოში, დავეხმარე დამჯდარიყო თეთრი რკინის მავთულებით ლამაზად მოწნული სავარძელზე და მე ჩემს პატარა ქოთნის ყვავილებს მივაშურე, ისინი და მე ყოველ დილით ვჩურჩულებთ…
ადრე საკუთარ მიწაზე დაბრუნებაზე ვებუტბუტებოდი, ვეფერებოდი, მტვერს ვაცლიდი და დადებით ენერგიას ვთხოვდი, ახლა სიცოცხლეზე ვეჩურჩულე და მათ ქოთნის მიწას მოვეფერე, მეც მინდა-მეთქი ჩემს მიწაზე დაბრუნება… სიცოცხლის ხანგრძლივობა ვუსურვე, ადრე ორივე ერთმანეთის გვერდით იდო და თითქოს უხაროდათ ერთმანეთის გვერდით ყოფნა, მერე ბებიას გოგომ შეუცვალა ადგილი – დააშორა ისინი ,თითქოს გაბუტულები არიან უერთმანეთოდ ვერ ძლებენ, როგორც მე და ჩემი ელენე, ვერც მე ვნახე მის გარეშე სიამე და ვერ ჩემმა გაწეწილმა, ყვავილებს მე ხელს ვერ ვახლებ,მ ათი პატრონი თუ დაუბრუნებს ძველ ადგილს.
ისევე, როგორც ჩვენი ცხოვრების ყოველი წუთი და წამი უფლის ნებაა. უფალმა უნდა ინებოს ჩემი კარგად ყოფნა სიკეთით მავალი გზები და სახლში დაბრუნება, ეს მხოლოდ უფალს ძალუძს!
ბებომ ფოსტა ნახეო, მითხრა, ეზოს კარი გავაღე და მამაკაცი შემომეფეთა ყუთით და მოტოთი, რომელიც ფოსტის ყუთში კონვერს დებდა,ხელში შემომაფეთა კონვერტი და გამშორდა შიშით, ხელებზე არ ჰქონდა ხელთათმანი, ბებომ კონვერტი გამომართვა და დახედა,ამ დროს მესმის მისი გოგოს ხმა, შემოდით დაიბანეთ ხელებიო.
აზრზე მოვედი, სიკვდილის საფრთხე ვიგრძენი, ბებო შემოვაფრინე სახლში,და დავიბანეთ და დავისპირტეთ ხელები…
მეათე დღეა ასეთ დღეში ვართ, მეხუთე დღეს საღამოს ათწუთიანი გასეირნებაც,ნაგავის გადაყრისას რომ მქონდა ხოლმე, ისიც ამეკრძალა,შეიძლება ავიჭრა ცოტა ხანში, ჩემი სრული რეფლექსი ეს პატარა ეზოა და ეს პატარა ორი ქოთნის ულამაზესი ყვავილი, იმედია, მათაც დაუბრუნებენ ერთმანეთს და მეც დამაბრუნებს მშვიდობით ქართულ მიწაზე ფეხის დასადგმელად უფალი.
Andra tuto bene
თუმცა როდის? – წერილი 2 – 18.03.2020
რაღაცნაირი დღეებია, ვერც დაღამებას ვხვდები და გათენების ხალისი წამერთვა. მგონია, მხოლოდ ერთი მახსენდება, უნდა ვილოცო და ღვთისმშობლის ხატი გულთან ჩახუტებული ვატარო. დილის კოლაციონს მოვრჩით ოჯახი და ჭურჭელს ვალაგებდით მაგიდიდან, სიმღერის ხმა გავიგონე, მღერიან? ვკითხე გაბადრული სახით ბებიას გოგოებს და კარისკენ ინსტიქტურად გავემართე, გაეღიმათ და თავი დამიქნიეს, ბებიას გაეცინა ალბათ რა ბავშვის ჭკუა აქვსო, გაიფიქრა. თავად არცერთი ამდგარა, სოლიდარობის გამოსახატად გარეთ რომ გასულიყვნან. ირგვლივ კორპუსებისებიდან სიმღერის ხმა ისმოდა, ყველა მღეროდა, გამეხარდა, ამათი სიძლიერე მეამა…
ჩემს გულში ღიღინი დავიწყე – “საქართველოო ლამაზო სხვა საქართველო სად არის”, ან ვისღა ესმოდა ან ვის აინტერესებდა ჩემი სიმღერა, ჩემი პატარა საქართველოს ამოძახილი, არც არავის ვუხსნი ჩვენს ისტორიასა და წარმომავლობას, მხოლოდ ერთხელ ვუამბე ბებიას ოჯახს მოკლედ, რომ დიდი ისტორიისა და კულტურის პატრონები ვართ და ბევრი რესურსიც გვაქვს იმისთვის, რომ ძლიერები ვიყოთ-მეთქი, მაშინ რატო არა ხართო მკითხა ბებიამ. ვერაფერი ვუპასუხე.
ჰოდა, ამ ფიქრებში გართულს დამავიწყდა , რომ ბებია მელოდა სახლში, რომ მოსასხამი ჰაერზე უნდა დამეფერთხა და ისე მომეხურა,
იცით, ჩემები საქართველოდან რას მეუბნებიან-მეთქი? გაბადრული სახით ვეუბნები ოთახში მყოფთ. რასო?ინტერესით შემომაფეთეს თვალები, ჩემი დანგრეული იტალიურით, ხელებით, მიმიკებით, სიტყვებითაც რ ვუხსნი,ტელევიზიით გიყურეს იტალიელები როგორ მღერიხართ და ცეკვავთ ამ განსაცდელის ჟამს და მეუბნებიან, ისინი თუ მღერიან და შენ რაღა გატირებსო? ხმამაღლა გადაიხარხარეს, როგორც სჩვევიათ ხოლმე და თავი გააქნიეს,აშკარად მათ თვალებში იმედი და სიყვარული ამოვიკითხე. ჩემთვის არავის ეცალა, სიმღერა ისევ აყრუებდა გარემოს, ფანჯარას დავეყრდენი ცრემლები მახრჩობდა. ნეტავ ოდესმე თუ მეღირსება ჩემი საქართველოს ქუჩებში გავლა, ჩემი სახლის სარკმელში გახედვა.
ნოსტალგია და გულის ტკივილი არ მასვენებს, ერთი განტვირთვა სოციალური ქსელია, შვილებთან , დედასთან, ახლობლებთან ჩემზე მეტად ეშინიათ თუმცა მაინც მამშვიდებენ, ნახე ყველაფერი კარგად იქნებაო, იქნება თუმცა როდის?