მათ ვინც საფრანგეთში იმყოფება და შენგენის ზონაში ლეგალურად ყოფნის დამადასტურებელ ნებისმიერი სახის დოკუმენტზე ვადა ეწურება, 3 თვის განმავლობაში შეუძლია, მშვიდად იყოს. ე.წ ტიტრ-სეჟურზე და ვიზაზე ვადა ავტომატურად, პრეფექტურაში მისვლის გარეშე 3 თვით გახანგრძლივდება და ექნება შესაბამისი ლეგიტიმაცია – ინფორმაციას ფრანგული გამოცემა, HUFFPOST ავრცელებს.
ცვლილებები ვრცელდება მხოლოდ საფრანგეთის ტერიტორიაზე და არ მოიცავს შენგენის ზონას, შესაბამისად, ვადაგასული დოკუმენტი ლეგალურად მხოლოდ საფრანგეთის ტერიტორიაზე ჩაითვლება.
ცვლილება ძალაში 16 მარტიდან შევიდა.