“შემოგვიერთდით და ერთად ვუთხრათ მადლობა სამედიცინო პერსონალს ჩვენს ჯანმრთელობაზე დაუღალავი ზრუნვისთვის! 18 მარტს, 21:00-ზე, მთელს საქართველოში, გამოვიდეთ აივნებზე, გავაღოთ ფანჯრები და ტაში დავუკრათ ჩვენს სამედიცინო პერსონალს, რადგანაც ისინი ამას ნამდვილად იმსახურებენ” – ინიციატივა ფოტოგრაფ გოგა ჩანადირს ეკუთვნის.
კამპანიამ უკვე ათასობით ადამიანი აიყოლია, რომლებიც 18 მარტს ჩვენი ჯანმრთელობის სადარაჯოზე მდგარ მედპერსონალს ტაშით გაამხნევებენ. მსგავსი ფორმით მადლიერება იტალიაში კარანტინში მყოფმა ათასობით მოქალაქემ უკვე გამოხატა.