გიორგი ნათენაძე ერთ-ერთია საქართველოს იმ მოქალაქეთაგან, რომელბმაც უახლოეს წარსულში მაღალი რისკის მქონე ქვეყნებში იმოგზაურეს და, შესაბამისად. ორკვირიანი კარანტინის გავლა მოუწიათ. გიორგი სოციალურ ქსელში იმ პირობებისა და გარემოს შესახებ წერს, რაც მას სასტუმრო “სპუტნიკში” მოწყობილ საკარანტინე სივრცეში, ბათუმში დახვდა.
“არ მინდა, თავი მოგაწყინოთ კარანტიზე საუბრით, მაგრამ, თურმე, საჭიროა. ბევრი შემეხმიანა, გაუკვირდათ ,რომ ვწერდი კარგი პირობებია-მეთქი. მე გეტყვით, რა ხდება და მიხვდებით, რომ საქართველოში უნდა დაბრუნდეთ. მოცდას აზრი არ აქვს, ნურაფერს ელოდებით, ჩამოდიი. კარანტინსა და საქართველოში საშიში არაფერია.
არ ვიცი, სხვა ქვეყნებში როგორაა, მაგრამ საქართველო საკმაოდ ორგანიზებული აღმოჩნდა ამ სიტუაციისთვის.
მე პირადად ბათუმში აღმოვჩნდი, ფაქტობრივად, პირველი დღეა. სასტუმრო “სპუტნიკი”, დაგუგლეთ და ნახავთ. მშვენიერი სასტუმროა -კარგი პირობებით, უკეთესი პირობები კარანტინისთვის კი არა, დასვენებისთვის წარმოუდგენელია
– დღეში სამჯერადი კვება
– სისუფთავე და ჰიგიენური საშუალებები
– ტელევიზორი და ინტერნეტი
– ყავა / ჩაი, წყალი ყველა ოთახში
მართალია, გარეთ ვერ გადიხარ და არც უნდა გადიოდე, წესით. თუ სამუშაო გაქვთ, მაშინ იდეალური გარემოა ამ ყველაფრისთვის.
შეგიძლიათ იმუშავოთ, ივარჯიშოთ, კარგად გამოიძინოთ, სწორი კვების რეჟიმში ჩაჯდეთ და ნათესავები და მეგობრები მოიკითხოთ. დღეს 6-მეტრიან ოთახში ალბათ 2 კილომეტრი ვირბინე.
თუ რამე გაკლიათ, უთხარით ადმინისტრაციას და მოგართმევენ.
კარებზე რომ მოგიკაკუნებენ, ესე იგი სკაფანდრიანი ხალხი საჭმელს გიტოვებს ან სიცხეს გიკონტროლებს. (ფილმში გეგონებათ თავი პირველ დღეს )
ჩემი მეუღლე და 3 ბავშვი 11 დღეა, არ მინახავს და კიდევ 2 კვირა ვერ ვნახავ, მაგრამ და მაგრამ განწყობაა მთავარი და ყველაზე მთავარი არ დაგავიწყდეთ – თუ კარანტინში რატომ ხართ, ამით იცავთ პირველ რიგში თქვენს ოჯახს და მერე სხვის ოჯახებსაც და საქართველოს.
ისტორია: კარანტინში, რომ გაგვიშვეს 1 თვითმფრინავის ხალხი 3 ავტობუსში გაგვანაწილეს, ხოდა ერთი მარნეულელი დარბის გამწარებული. მე იცი ვინა ვაროო, “ბიზმესმენი” ვარო სიმონო, ხოდა სიგარეტი უნდა მოვწიო არ მაინტერესებსო. ვაბშე აქ რა მინდაო, ცხოველები ხო არ ვართო რომ შემოგვყარესო. მე არაფერი მჭირს და სახლში მივდივარო. ხოდა ახლა ზის ჩემს გვერდით ოთახში და მღერის გაუჩერებლად, ნერვებს იწყნარებს “ბიზმესმენი“.
საჭმელს რაც შეეხება, შეგიძლიათ შეუკვეთოთ, გადაიხადოთ და მოგართმევენ, თუ არ მოგწონთ.
სურათებში ნახავთ დერეფანს, ყველა ოთახთან საჭმელი დევს, ერთჯერადი თეფშებით და ჭიქებით.
თუ გაქცევას დააპირებთ, იქვე ეზოში გელოდებათ პატრული და 3-წლიანი პატიმრობაში მიგაცილებენ.
აბა კარგი დასვენება.
თუ არ გავერთიანდით, ტოროლას ვერ დავამარცხებთ
ხოდა კიდევ დიდი მადლობა ყველას, ნაცნობებს თუ უცნობებს გამოხმაურებისთვის. არაფერი მჭირდება, ყავა და სადუღარა მაქვს კარგი ხალხის დახმარებით”- წერს გიორგი ნათენაძე