საქართველოს მოჭადრაკეთა ნაკრების ლიდერმა, ნანა ძაგნიძემ შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში გამართულ მსოფლიო ქალთა გრან პრის მესამე ეტაპზე 7 ქულა დააგროვა და გათამაშების გამარჯვებული გახდა.
ნანა ძაგნიძემ მსოფლიოს უძლიერესი მოჭადრაკეებით დაკომპლექტებული ტურნირი დამაჯერებლად მოიგო.
გრან პრი 4 ეტაპისგან შედგება და მასში მსოფლიოს 12 საუკეთესო მოჭადრაკე მონაწილეობს. იმ შემთხვევაში თუ გრან პრის ეტაპების მიხედვით პირველ ადგილს მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, ჩინელი ჟუ ვენჟუნი დაიკავებს, მაშინ მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს შეინარჩუნებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვენჟუნს მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის დაცვა გრან პრის ეტაპების მიხედვით საუკეთესო შედეგის მქონე მოჭადრაკესთან მოუწევს.