კიდევ ერთი წერილი გვინდა შემოგთავაზოთ, ამჯერად ნეაპოლიდან. ქართველი ემიგრანტი, ნინი სარაული სოციალურ ქსელში სტატუს აქვეყნებს.
”მოგესალმებით მეგობრებო ემიგრანტი ნეაპოლიდან. მოგიკითხავთ ყველას დიდი სიყვარულით და იმედით, რომ კარგად ხართ და კარგად იქნებით უფლის ნებით.
მე მინდა მოგითხროთ ქართველ ქალბატონზე, რომელიც აქ, ნეაპოლში ცხოვრობს უკვე მრავალი წელია და უშურველად და უანგაროდ აკეთებს მრავალ კარგ საქმეს… გვერდში გვიდგას გაჭირვების დროს, გვამხნევებს და გვაიმედებს. ეს ქალბატონი ირმა ბელქანიაა ბევრისთვის ნაცნობი და საყვარელი ადამიანი…
დღეს, როცა ასეთი განსაცდელის წინაშეა მთელი მსოფლიო და მათ შორის იტალიაც, დღეს როცა ასე ვჭირდებით ერთმანეთს და ერთი თბილი, საიმედო სიტყვა დიდად ფასობს. ეს ქალბატონი დღემდე მაოცებს თავისი დადებითი ენერგიით, სიკეთით, სითბოთი და ყურადღებით… საკუთარი სახსრებით შეძენილი პროდუქტი მიაქვს დროებით უმუშევარი ქალბატონებისთვის, ყურადღებას და მფარველობას არ აკლებს მათ. აიმედებს და მომავლის იმედს უსახავს ყველას თავისი ლაღი ხასიათით…
დღეს დამირეკა და პირადად მომიკითხა მეც, დაინტერესდა ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობით. გამამხნევა და იმედიანად დამემშვიდობა… როგორ შეილება რომ ეს სიკეთე უკვალოდ დაიკარგოს?
ირმა ჩემო კარგო ადამიანო, უდიდეს მადლობას გიხდი ყველაფრისთვის. გაცნობის დღიდან დღემდე გიყურებ და ვხვდები რომ საუკეთესო ადამიანი ხარ, სამაგალითო და მეამაყები. მინდა ბევრნი იყვნენ თქვენნაირი გულისხმიერი ადამიანები, უსიტყვოდ რომ ხვდებიან სხვის გასაჭირს და უანგაროდ უწვდიან დახმარების ხელს… მინდა ბევრმა მოგბაძოთ თქვენ, რადგან მხოლოდ და მხოლოდ ეს გადაგვარჩენს ამ უცხო მიწაზე… ერთმანეთის იმედით ხვალინდელ დღეს დაგილოცავთ ჩემო ემიგრანტებო… ღმერთი ჩვენთანაა… ვაკეთოთ სიკეთე და ვერაფერი მოგვერევა ჩვენ…”