სანამ საქართველოში სკოლები დაკეტილია, ამერიკის საელჩოში გადაწყვიტეს ბავშვებს სწავლის გაგრძელებაში დაეხმარონ.
ფეისბუქ ლაივის მეშვეობით, სამუშაო დღეებში, 14:00 საათიდან ამერიკელი დიპლომატი ინგლისურად წაგიკითხავთ და გესაუბრებათ თავის საყვარელ მოთხრობაზე.
ინგლისურის სამეცადინოდ და ამერიკის შესახებ მეტის გასაგებად ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა.
პირველი მოთხრობა, რომელსაც ალთეა ქოლი – მერფრი წაგიკითხავთ დოქტორ სიუსის „ლორაქსია”.