“აქ ასფალტის გზა მხოლოდ რამდენიმე წლის წინ შევიდა, ისევე, როგორც მუდმივი ელექტრომომარაგება. ალბათ სწორედ ამიტომ მოახერხა სვანეთმა, ამ დრომდე შეენარჩუნებინა საკუთარი უნიკალურობა – ალპური მდელოებიდან მწვერვალებამდე, აქაური პეიზაჟები ნამდვილ საოცრებას წარმოადგენს” – წერს Le Point.
Le Point საფრანგეთში 1972 წლიდან, თითქმის ნახევარმილიონიანი ტირაჟით გამოდის. სტატია, სათაურით “მწვერვალებიდან ალპურ მდელოებამდე” გამოცემის 5 მარტის ნომერში გამოქვეყნდა.