როგორი იქნებოდა ფიროსმანის შემოქმედება, მხატვარს რომ 21-ე საუკუნეში ეცხოვრა 

ხშირად ხელოვანი იმ ეპოქისა და გარემოს ამსახველად იქცევა, რომელშიც ცხოვრობს. ირჩევს პროტოტიპებს რეალური გარემოდან და ფუნჯის რამდენიმე მოძრაობით ტილოზე გადატანილ შედევრად აქცევს.

გიფიქრიათ, როგორ შეიცვლებოდა  შეცვლილიყო მხატვრის პერსონაჟთა გარეგნობა დროთა განმავლობაში ? გრაფიკულმა დიზაინერმა, ვაჟიკა შანიძემ სცადა, ეჩვენებინა, როგორი იქნებოდა ფიროსმანის შემოქმედება, მხატვარს რომ 21-ე საუკუნეში ეცხოვრა.