11 მარტს, 12.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქვეყანაში ინკლუზიური განათლების მიღწევებისა და გამოწვევების საკითხზე, “ინოვაციები კურიკულუმში სოციალური ჩართულობის მხარდასაჭერად” (Curriculum Innovation for Social Inclusion (CISI) კონსორციუმის შეხვედრა გაიხსნება.
პროექტი „ინოვაციები კურიკულუმში სოციალური ჩართულობის მხარდასაჭერად“ (Curriculum Innovation for Social Inclusion (CISI) თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე ერაზმუს + Capacity Building in Higher Education (CBHE) მხარდაჭერით ხორციელდება. საპროექტო განაცხადის მომზადებასა და პროექტის განხორცილებას კოორდინაციას უწევს ფსიქილოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე არსებული შშმ პირთა საკითხების კვლევის ცენტრი. პროექტის ძირითადი მიზანია ხელი შეუწყოს შშმ პირთა სოციალურ ჩართულობას, სკოლებში ინკლუზიური განათლების ხარისხის გაუმჯობესების გზით.
პროექტის შედეგად განათლებისა და მეცნიერების ფაკულტეტზე დაინერგება10-11 ახალი კურსი, რომელიც მომავალ პედაგოგებს საშუალებას მისცემს შეიძინონ ცოდნა და უნარები,თუ როგორ იმუშაონ განვითარების სხვადასსხვა დარღვევის მქონე მოსწავლეებთან.
მოცემული პროექტი საშუალებას აძლევს მომავალ მასწავლებლებს, პრაქტიკული საქმიანობის დაწყებემდე შეიძინონ ის ცოდნა, რომელიც მათ ყველა „ტიპის“ მოსწავლესთან მუშაობის შესაძლებლობას მისცემს. ამ დრომდე, ქართულ უნივერსიტეტებში სპეციალურ განათლებასთან დაკავშირებული მხოლოდ რამდენიმე ზოგადი კურსი ისწავლება. მოცემული პროექტით საფუძველი ეყრება სპეციალური მასწავლებელების მოსამზადებელ სასერტიფიკატო პროგრამას.